უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინამ სტავროპოლის მხარეში ნავთობბაზებს დაარტყა.
„რუსეთის დარტყმებისთვის გამართლებული და ზუსტი პასუხის გაცემას ვაგრძელებთ. დღეს უკრაინის შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მიაღწია სამიზნეებს, რომლებიც რუსეთის აგრესიას მხარს უჭერენ და აფინანსებენ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებმა სტავროპოლის მხარეში სამ ნავთობბაზას, ხოლო შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა საწვავის ობიექტს დაარტყეს.
„პირდაპირი დარტყმები განხორციელდა შავ ზღვაში რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ სამ ტანკერზე. მადლობას ვუხდი თითოეულ ქვედანაყოფს, რომელიც ხელს უწყობს რუსეთში იმის გაცნობიერებას, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს“, – აცხადებს ზელენსკი.
















