ზელენსკი: “უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითაც საავიაციო ძალებს გააძლიერებს”

უკრაინამ საფრანგეთთან ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია, რითაც უკრაინის საავიაციო ძალებს გააძლიერებს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეთანხმება ორშაბათს, მისი საფრანგეთში ვიზიტის დროს გაფორმდება.

ისტორიული შეთანხმება მოვამზადეთ საფრანგეთთან. ეს იქნება ჩვენი საავიაციო ძალების მნიშვნელოვანი გაძლიერება, ჩვენი ცის დაცვა და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის თქმით, სამშაბათს ესპანეთში „შედეგიანი ვიზიტი“ ელოდება, რომელსაც დიდი ხანია, ამზადებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესპანეთი კიდევ ერთი ძლიერი ქვეყანაა, რომელიც შეუერთდა პარტნიორებსა და ინიციატივებს, რომლებიც რეალურად ეხმარებიან უკრაინას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: „იგლ ჰილსის“ პროექტის საქართველოს ეროვნული ინტერესების სრული დაცვით განხორციელებაზე ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას”
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 3 პირი