25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინაში რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 10 სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ტყვეობიდან სამშობლოში 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაბრუნდა.

ზელენსკის თქმით, ტყვეების გათავისუფლება „გაცვლის საგანგებო ეტაპის“ ფარგლებში მოხერხდა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიის გამოყენებით იყო ორგანიზებული. ათივე მეომარი აქამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა — ისინი დონეცკის მიმართულებით მიმდინარე ბრძოლებში მონაწილეობდნენ.

რუსულ მხარეს აღნიშნული გაცვლის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებია. მსგავსი ტიპის ოპერაციები, როგორც წესი, პარიტეტულ საწყისებზე ხორციელდება. ცნობისთვის, ტყვეების წინა მასშტაბური გაცვლა, ფორმულით „103-103-ზე“, 19 აგვისტოს შედგა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური კურსი დაადგინა: დოლარი და ევრო ოდნავ გაუფასურდა