ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა – რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთ ობიექტს მივაღწიეთ, კრასნოდარის მხარეში ,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დარტყმა საზღვრიდან 500 კილომეტრში განახორციელა.
„ჩვენ, სამართლიანად, ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა. რუსეთს შეეძლო დიდი ხნის წინ დაესრულებინა თავისი აგრესია, მაგრამ ამის ნაცვლად მან მისი გაჭიანურება და გაგრძელება აირჩია. ასე რომ, რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის კიდევ ერთ ობიექტს მივაღწიეთ – არმავირს, კრასნოდარის მხარეში“, – წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის თქმით, „რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინა შორი მოქმედების „სანქციებს“ ახორციელებს“
















