13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინამ გერმანიიდან Patriot-ის ტიპის რაკეტები მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ გერმანიისგან PAC-3-ის რაკეტები მიიღო, რომელთა მიწოდებაზეც რამშტაინის ბოლო შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

მისი თქმით, რაკეტები უკრაინაში 10 მარტს ჩავიდა.

„ბოლო რამშტაინის შეხვედრაზე ჩვენი პარტნიორებისგან შეთანხმებას მივაღწიეთ, რომ Patriot-ის სისტემებისთვის დაახლოებით იმ რაოდენობის რაკეტებს მივიღებდით, რაზეც თქვენ საუბრობთ (35 რაკეტა), კერძოდ, PAC-3-ს. ეს მხოლოდ ერთი ქვეყნიდან არ იყო, მოდით, ვიყოთ გულახდილები, არამედ რამდენიმე ქვეყნიდან.

საერთო ჯამში, როგორც თქვით, ეს არის ერთ-ერთი საჰაერო თავდაცვის პაკეტი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან პერიოდულად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. მეტი გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ამ რაკეტების გერმანული ნაწილი გუშინ ჩამოვიდა, ამისთვის მადლობა,“ – განუცხადა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი – ირანმა დაკარგა საზღვაო ფლოტი, სამხედრო-საჰაერო ძალები, არ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა, მათი ლიდერები გაქრნენ
შემდეგი სტატიაCNN: რუსეთი ირანს დრონების გამოყენებასთან დაკავშირებით კონკრეტულ რჩევებს აძლევს