17.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინამ ბრძოლაში პირველად გამოიყენა ადგილობრივი წარმოების FP-7 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის პრზიდენტის ინფორმაციით, უკრაინამ ბრძოლაში პირველად გამოიყენა ადგილობრივი წარმოების FP-7 ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა.

“უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკა FP-7. პირველი საბრძოლო გამოყენება. გმადლობთ შედეგისთვის. შემდეგი ეტაპია წარმოება. დიდება უკრაინას!“ – წერს ზელენსკი და რაკეტის გაშვების კადრებს აქვეყნებს.

უკრაინულმა სარაკეტო მწარმოებელმა Fire Point-მა თავისი FP-7.x Freyja-ს ტიპის გადამჭერი გააუმჯობესა კომბინირებული – ინფრაწითელი და რადიოლოკაციური სამიზნე თავაკით, რამაც ჩაანაცვლა რაკეტის წინა კონსტრუქცია, რომელიც მხოლოდ ინფრაწითელ სისტემას ეყრდნობოდა.

ორრეჟიმიანმა სამიზნე თავაკმა სისტემას საშუალება მისცა, ფრენის საბოლოო ფაზაში იპოვოს და ადევნოს თვალი სამიზნეებს როგორც სითბური სიგნატურების, ისე რადიოლოკაციური არეკვლის გამოყენებით, რაც ეხმარება სამიზნის ჩაჭერაში ცუდ ამინდში ან ცრუ სამიზნეების პირობებშიც კი.

ევროპის ცხრა სხვა ქვეყანასთან ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში შემუშავებული 7,25 მეტრი სიგრძის გადამჭერი შექმნილია 7,200 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარებისთვის, რათა წინ აღუდგეს მცირე მანძილის ბალისტიკურ საფრთხეებს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს.

Fire Point-მა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ეროვნულ სარაკეტო პროგრამაში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პერიოდში და მიზნად ისახავს 2026 წლის ბოლოსთვის დაასრულოს 850 კილომეტრის მოქმედების რადიუსის მქონე FP-9 ბალისტიკური რაკეტის შექმნა.

banner
წინა სტატიაშიუსუფაშვილი: ხელისუფლება ჩიხურ ვითარებაშია შესული
შემდეგი სტატიაქართველ-ებრაელი ექიმი Flydubai-ის ბორტზე მომხდარს იხსენებს — „მივხვდით, რომ ეს იყო ტერაქტი“