უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის სხდომა ჩაატარა, სადაც მთავარ განსახილველ საკითხს რუსული რეაქტიული დრონების წინააღმდეგ სწრაფი გზაგადამჭრელების წარმოების დაჩქარება წარმოადგენდა.
პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში უკვე შემუშავებულია შესაბამისი პროტოტიპები და ადგილობრივ მწარმოებლებს აქვთ რესურსი, ეს ამოცანა მკაცრად დადგენილ ვადებში შეასრულონ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ შტაბის სხდომაზე დეტალურად განიხილეს საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებასა და გამართვაში კერძო სექტორისა და ბიზნესის ჩართვის პოტენციალი.
მიზანი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის იმ დონემდე მიყვანაა, რაც უკრაინას უზრუნველყოფს იაფი რაკეტებისა და სწრაფი დრონ-გზაგადამჭრელების საკმარისი რაოდენობით.
„ჩვენს დაზვერვას აქვს მკაფიო ინფორმაცია მტრის გეგმების შესახებ და ჩვენი რესურსები მიმართულია, რომ მკაფიო პასუხი გავცეთ საფრთხეს. შესაბამისი ოპერაციები დამტკიცებულია“, — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.








