29.4 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინა მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის ფორმატით „ყველა-ყველაზე“

უკრაინა მზადაა სამხედრო ტყვეების გაცვლისთვის ფორმატით „ყველა-ყველაზე“, და ეს შეიძლება გახდეს კარგი პროლოგი ომის დასასრულებლად,– ნათქვამია ღია წერილში, რომლითაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მიმართა.

მისი თქმით, სერიოზული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ომის დროს წაყვანილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ბავშვების დასაბრუნებლად.

,,ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, როგორი მომავალი ელით უკრაინელებისა და რუსების თაობებს, რომლებიც ჩენს შემდეგ მოვლენ.
თუ თქვენ პირადად არ მიხვალთ იმ დასკვნამდე, რომ ამ ომის დასრულების დროა, უკრაინა გააგრძელებს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. გვეყოლება ისინი, ვინც მხარს გვიჭერს. მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით ძლიერად ბრძოლა საკუთარი არსებობისთვის – არა რუსეთისთვის, არამედ პირადად თქვენთვის. და ეს არ არის მუქარა ჩემგან ან უკრაინისგან. ეს არის რუსეთის ისტორიის ფაქტი, რომელიც კარგად იცით: როდესაც რუსეთი იღლება, მოდის ცვლილებები.
ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ამ დაღლილობის მისაღწევად. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ თქვენი ომი”,-
ნათქვამია ღია წერილში.

ზელენსკიმ ასევე დაწერა: “საკმარისია ომი. უკრაინა გთავაზობთ ამ ომის დასრულებას. ეს უნდა გაკეთდეს პატიოსნად, ღირსეულად და გარანტიებით, რომ ომი თავიდან არ აალდება. უკრაინა გთავაზობთ ომის დასრულებას ჩვენსა – და თქვენს – შორის პირდაპირი ჩართულობით. მე გთავაზობთ შეხვედრას.”

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: სააკაშვილის ფაქტორის ექსპლუატაციის გარდა, დიდი ხანია ნაცმოძრაობამ არაფერი არც იცის, არც გაუკეთებია
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ამერიკულ მხარეს სრულად აქვს ინფორმაცია საკითხებზე, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებს აფერხებს