ზელენსკი: უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს საუდის არაბეთში რუსეთ-აშშ-ის შორის მოლაპარაკებებში და კიევის მონაწილეობის გარეშე მიღებულ შეთანხმებებს არ აღიარებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მონაწილეობას არ მიიღებს საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის გამართულ მოლაპარაკებებში და ოფიციალური კიევის მონაწილეობის გარეშე უკრაინის შესახებ მიღებულ შეთანხმებებს არ აღიარებს.

როგორც ზელენსკი განმარტავს, უკრაინულმა მხარემ „ამის შესახებ არაფერი იცოდა და ვერ აღიარებენ მათ გარეშე მიღწეულ შეთანხმებებს“.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ „18 თებერვალს საუდის არაბეთში მის ოფიციალური ვიზიტს არავითარი კავშირი არ აქვს აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოვლენებთან“.

banner
წინა სტატიაშიმოქალაქეებმა ახალი მემარცხენე პოლიტიკური მოძრაობა, სოციალური დემოკრატიისთვის დააფუძნეს
შემდეგი სტატიამარკო რუბიო აცხადებს, რომ რეალური მოლაპარაკებები როდესაც დაიწყება, უკრაინა და ევროპა ამ პროცესში უნდა ჩაერთონ