18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინა იბრძვის თავისი დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც დიდი ხანია მშვიდობიანად ცხოვრობს

ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულყოფილი უნდა იყოს,- შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროპელ პარტნიორებთან ევროკავშირში გაწევრიანების დასრულების მიზნით აქტიურ დიპლომატიურ მუშაობას აგრძელებს.

„უკრაინა იბრძვის თავისი სიცოცხლისთვის, თავისი დამოუკიდებლობისთვის და იმ ევროპისთვის, რომელიც დიდი ხანია მშვიდობიანად ცხოვრობს, რომელიც იცავს ადამიანებსა და სიცოცხლეს, იცავს კულტურას და სწორედ ამ დაცვის წყალობით ჭეშმარიტად გლობალურ როლს ასრულებს“, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინის გარეშე სრულყოფილი ევროპული პროექტი ვერ იარსებებს.

„ევროკავშირში უკრაინის ადგილი სრულყოფილი უნდა იყოს – სრულუფლებიანი და თანასწორი. კლასტერების გახსნა და მოლაპარაკებებში პროგრესი მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს საფრანგეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე: არ ავყვებით „ქართულ ოცნებას“ ხაფანგში, რომლის დაგებაც უნდა