ზელენსკი – უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის.

როგორც ზელენსკი “ტელეგრამ” გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე “სიმართლეა”.

„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში საქმე აღძრეს უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხოელი ჯარისკაცების წინააღმდეგ, მათ შორის ქართველების
შემდეგი სტატიაბოკუჩავა – სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება“, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს