ზელენსკი: უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის “კრიტიკულად მნიშვნელოვანია”

უკრაინა ელოდება ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას სამხედრო დახმარების შესახებ, რადგან ახლა ის “კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს გავრცელებულ სატელევიზიო მიმართვაში.

უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გასული თვის განმავლობაში უკრაინას კარგი დინამიკა ჰქონდა თავდაცვის პაკეტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, რუსეთთან ომში მყოფ ქვეყანას უფრო მეტი შეიარაღება ესაჭიროება.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მეტი, რათა მივაღწიოთ კონტროლს ცაში და უფრო მეტ, პირველ რიგში, საარტილერიო საშუალებებს, ხმელეთზე. მაგრამ რაც არ უნდა გვიჭირდეს, ჩვენ გვაქვს საარტილერიო, რაკეტებისა და საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალის მარაგი. მადლობას ვუხდი ყველა ქვეყანას, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს ჯარისკაცებს და იცავს უკრაინელთა სიცოცხლეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პარტნიორების დახმარების წყალობით, ამ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა ასობით რუსული რაკეტა და თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიამაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-მდე მოქალაქე გამოიყვანეს