უკრაინა დრონების სფეროში ტექნოლოგიურ პროგრესს უდგას სათავეში. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან ომში გამარჯვების შემდეგ, დრონების ექსპორტი აქტიურად განხორციელდება.
„სფერო სწრაფად ვითარდება – იზრდება არა მხოლოდ წარმოებული, არამედ წარმატებით გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობა. უკრაინა ამ სფეროში, ტექნოლოგიური პროგრესის სათავეშია. გასულ კვირაში, სხვა ლიდერებთან მოლაპარაკებებისას ჩვენი ამ გამოცდილებით დიდი დაინტერესება ვიგრძენი. გამარჯვების შემდეგ, ის უკრაინის ექსპორტის მაღალტექნოლოგიური ნაწილი გახდება“, – აცხადებს ზელენსკი.