უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ აშშ-ის დოკუმენტი საბოლოო დასამტკიცებლად პრაქტიკულად მზად არის.
მისი თქმით, უკრაინულმა და ამერიკულმა მხარეებმა საფრანგეთში გამართულ შეხვედრებზე შეთანხმების ძირითადი დეტალები უკვე განიხილეს.
„ფაქტობრივად, მზად არის უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი დოკუმენტი საბოლოოდ გასაფორმებლად, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტის თქმით, ასევე განიხილება ომის დასრულების ჩარჩო დოკუმენტი. უკრაინა ელოდება აშშ-ის პოზიციას მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი რუსეთთან კონსულტაციებს გამართავს.

















