ზელენსკი – უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ

უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის თაობაზე, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სტენფორდის უნივერსიტეტში ვიდეოჩართვისას განაცხადა.

„უკრაინა არის ქვეყანა, სადაც ყველაფერი შესაძლებელია. ასეც იყო, მაგრამ ახლა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია, რომ უკრაინაში შესაძლებელია ისიც კი, რაზეც უბრალოდ ფიქრისაც კი, მრავალი წლის განმავლობაში სხვებს ეშინოდათ. უკრაინა არის ქვეყანა, რომელმაც გაანადგურა მითი რუსული არმიის განსაკუთრებული სიძლიერის შესახებ, არმიის, რომელსაც თითქოს რამდენიმე დღეში შეეძლო დაეპყრო ნებისმიერი, ვისაც მოისურვებდა. მაგრამ უკრაინა არის ქვეყანა, რომელშიც რუსული არმია აგრძელებს ომს, რომლის დასრულება არ სურს. ახლა რუსეთი მთელი ქვეყნის ოკუპაციას ცდილობს, მაგრამ ჩვენ საკმარის სიძლიერეს ვგრძნობთ, რომ ვიფიქროთ მომავალ უკრაინაზე, რომელიც ღია იქნება მსოფლიოსთვის”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმ საჭიროებებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მისი თქმით, საჭიროა იმისთვის, რომ რუსეთი დამარცხდეს.

„რა არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და რატომ? არ ვიცი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა უპასუხეს თუ არა ამ კითხვას, მაგრამ ჩემი პასუხი ასეთია, პრაგმატული:
იარაღი, რომელიც დაძლევს რუსული არმიის ტექნიკურ და რაოდენობრივ უპირატესობას; სანქციები, რომელიც შეაჩერებს ფულის ნაკადს რუსული ტერორისთვის; ფინანსები, რომელიც საშუალებას მისცემს უკრაინას, შეინარჩუნოს სოციალური ნორმალურობა, ვიდრე ომი მიმდინარეობს; უცხო ქვეყნების იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივების ბლოკირება და კონფისკაცია, რომლებიც მიმართული უნდა იყოს ყველაფრის აღდგენაზე, რაც ამ რუსულმა არმიამ გაანადგურა; სამართლიანი ტრიბუნალი ყველა ომის დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და ასახლებდნენ ჩვენს მოქალაქეებს; განახლებული ეფექტური უსაფრთხოების არქიტექტურა, რომელიც არ დაუშვებს ასეთ ახალ ომებს მსოფლიოში
და რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში ნორმალური მშვიდობიანი ცხოვრების სრული აღდგენა, რათა ჩვენმა სტუდენტებმა შეძლონ თავისუფლად და უსაფრთხოდ კომუნიკაცია დემოკრატიული სახელმწიფოების პრეზიდენტებთან, რომ უკრაინელებმა არ იფიქრონ, სად არის ბომბის თავშესაფარი და არ იცოდნენ, როგორ ჟღერს საჰაერო განგაში”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის სანქცირება, ხელისუფლების სანქცირებას ნიშნავს, რაც ჩემთვის მიუღებელია – გახარია
შემდეგი სტატიაზელენსკი – ოკუპანტები ცდილობენ, ომის მე-100 დღეს მაინც მიაღწიონ იმ მიზნებს, რისი იმედიც ომის პირველ დღეებში ჰქონდათ