ზელენსკი: “უკრაინა არ ეთანხმება ნატო-ს წევრობაზე უარს, ნატო-ს წევრების არჩევანია, სურთ, თუ არა უკრაინის წევრობა”

უკრაინა არ ეთანხმება ნატო-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის წინა, 28-პუნქტიან ვერსიაში იყო შეტანილი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ნატო-ს წევრ სახელმწიფოებზეა დამოკიდებული და არა რუსეთთან შეთანხმებებზე.

„ეს არის შეთანხმება ამერიკას, უკრაინას, ევროპასა და რუსეთს შორის. ჩვენი აზრით, ეს ნატო-ს წევრების არჩევანია – სურთ უკრაინის წევრობა, თუ არა. ჩვენ არჩევანი უკვე გაკეთებული გვაქვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა .

მისივე თქმით, უკრაინა ალიანსში გაწევრიანებაზე უარის თქმის მოთხოვნას არ შეასრულებს.

ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ შესაბამისი არგუმენტები მოიპოვა.

„ნატო-ს და რუსეთს სურთ, მომავლის შესახებ ცალკე მოილაპარაკონ. მე ვფიქრობ, რომ ამ ცალკეულ შეთანხმებებში ისინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს წამოჭრიან, მაგრამ ეს მაინც ვიღაცის ვიღაცასთან შეთანხმებაა და არა ჩვენი. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მომავლისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“რუსეთი მნიშვნელოვან ცვლილებებს მოითხოვს უკრაინისა და აშშ-ის მიერ შეთანხმებულ სამშვიდობო გეგმის პროექტში” – “ბლუმბერგი”
შემდეგი სტატიაესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: “ესტონეთი რუსეთის პოტენციურ აგრესიაზე გადამწყვეტი რეაგირებისთვის მზად არის”