6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

ზელენსკი: უკრაინა ახლო აღმოსვლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა ახლო აღმოსვლეთის სამ ქვეყანასთან აფორმებს შეთანხმებებს, მათ ომში მონაწილეობაზე საუბარი არ არის.

ზელენსკის თქმით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებებში და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან სამომავლო შეთანხმებაში საუბარი არ არის უკრაინელი სამხედროების ამ ქვეყნების დაცვაში მონაწილეობაზე.

,,დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა ექსპერტიზაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედებული იქნება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილევთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვემი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს ექსპერტიზას, როგორაა საჭირო თავის დაცვა, ეს სხვა საკითხია,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაშ ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას.

“ანუ ამ 10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა, და უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ კატართან ახალი თავდაცვითი შეთანხმება გააფორმა, რომელიც საუდის არაბეთთან გაფორმებული შეთანხმების მსგავსია
შემდეგი სტატიაგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავტომობილი ხევში გადავარდა