10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ზელენსკი – უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის.

„ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით წვლილის შეტანა შეუძლია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ და შესაბამისი ჯგუფები ამ ძალისხმევის კოორდინაციას უკვე ახდენენ.

banner
წინა სტატიაშიპიტ ჰეგსეტი – ირანში სკოლაზე დარტყმას ვიძიებთ, სამოქალაქო ობიექტებისთვის ჩვენ არასდროს დაგვირტყამს
შემდეგი სტატიაირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია – სამი მცდელობა და არც ერთი დაშავებული