ზელენსკი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამას ძალიან მალე იხილავთ – მაიკ უოლცი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს შეერთებულ შტატებთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე (CPAC) განაცხადა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება ყველასთვის მოგებიანი იქნება, რადგან უკრაინა შეერთებული შტატების ეკონომიკური პარტნიორი იქნება.

„ზელენსკი იყო წინა სექტემბერს, რომელმაც თავის „გამარჯვების გეგმის“ ფარგლებში გამოვიდა წინადადებით, რომ „მოდით, ერთად პარტნიორები გავხდეთ, თუ აშშ ჩვენთან ინვესტიციას ჩადებს, ჩვენ გვაქვს ალუმინი, ჩვენ გვაქვს გალიუმი, ტრიტიუმი, ჩვენ გვაქვს ყველა ეს იშვიათი მინერალები, რაც თანამედროვე ეკონომიკას სჭირდება“.

ბევრი მათგანი სრულად განვითარებული არ არის, ინვესტიცია სჭირდება, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომლაპარაკებელია და მერე ტრამპი შეთანხმების წინადადებით გამოდის და ჩვენს ფინანსთა მინისტრს კიევამდე გზავნის, რომ გადასცეს ეს და შემდგომ ვიღებთ ამ რიტორიკას მედიაში.

მთავარი არის ის, რომ პრეზიდენტი ზელენსკი წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერს და ამას იხილავთ ძალიან მალე და ეს კარგია უკრაინისთვის.

რა შეიძლება გქონდეს იმაზე უკეთესი, გარდა იმისა, რომ იყო ეკონომიკურ პარტნიორობაში აშშ-სთან ერთად? რა შეიძლება გქონდეს უკრაინისთვის უკეთესი, რათა შეწყდეს მკვლელობა, ეს მეორე და იცით რა, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ყველა თქვენგანის – ამერიკელი გადასახადის გადამხდელების – მიმართ, რომ დავიბრუნოთ ასობით მილიარდი დოლარი, რომელიც ამ ომში ჩაიდო, რადგან იცით რა? იცით როგორია ევროპის კონტრიბუცია? ევროპის კონტრიბუცია სესხის სახითაა და მათი გადახდა ხშირად გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული ინტერესის განაკვეთით ხდება, მაშასადამე, ევროპა იბრუნებს თანხას, მაგრამ ამერიკელი ხალხი – არა? არა მგონია. მაშასადამე, ამ შეთანხმებას ვდებთ, ეს ყველასთვის კარგია“, – აცხადებს

banner
წინა სტატიაშითბილისში 20 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, ოჯახი მას 2 დღის განმავლობაში ეძებდა
შემდეგი სტატიაLe Point: ტრამპი, შესაძლოა, მოსკოვში 9 მაისს ჩავიდეს