“შეძრწუნებული ვარ, პენსილვანიაში მხარდამჭერების შეხვედრაზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისამართით სროლის გამო. მსგავს ძალადობას გამართლება არ აქვს და მსოფლიოში არსად არაა მისი ადგილი. ძალადობა არასდროს უნდა ჭარბობდეს. შვებით გავიგე, რომ დონალდ ტრამპი ახლა უსაფრთხოდ არის და მას სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. სამძიმარს ვუცხადებ თავდასხმის მსხვერპლის ახლობლებს, აქციის მონაწილეს. ყველას, ვინც მომხდარის გამო შეძრწუნებულია, ძალას ვუსურვებ. ვისურვებდი, რომ ამერიკა ამ სიტუაციიდან უფრო ძლიერი გამოვიდეს”,-ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობის კანდიდატზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.