27.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 23, 2026
banner

ზელენსკი: ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განვიხილე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიების საკითხი განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საჰაერო თავდაცვის სისტემები იყო.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხი აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან პირადად განიხილა.

„ჩვენ ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპთანაც ვისაუბრეთ. ჩვენი გუნდები ამაზე იმუშავებენ. იმედია, მოვახერხებთ და შესაბამისი ანტიბალისტიკური სისტემებისა და რაკეტების წარმოების ლიცენზიებს მივიღებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა ახლო აღმოსავლეთის შეთანხმება: გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე
შემდეგი სტატიასასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი გაიმართა