უკრაინის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტს უთხრა, რომ კრემლის ლიდერს მხოლოდ მისი ეშინია. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
უკრაინის პრეზიდენტმა, ასევე თქვა, რომ მნიშვნელოვანია იმ საკითხზე მუშაობა, რათა უკრაინაში ომი დასრულდეს.
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ერთად ვიმუშაოთ, როგორ დავასრულოთ ეს ომი – ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. პარიზში შეხვედრისას სწორედ ამაზე გავამახვილეთ ყურადღება და ეს იყო ძალიან პროდუქტიული საუბარი. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას პრეზიდენტ მაკრონის მიმართ შეხვედრის ორგანიზებისთვის.
მე ვუთხარი პრეზიდენტ ტრამპს, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია და, შესაძლოა, ჩინეთსაც. ეს არის სიმართლე – მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ამ ომის სამართლიანი დასასრული და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.