20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ზელენსკი: ტრამპმა რეალურად გაიგო, ვის არ სურს ომის დასრულება

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო – გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ულტრამემარჯვენე ბლოგერთან, ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა გაიგო, რომ უკრაინას მშვიდობა სურს.

“პრეზიდენტმა [ტრამპმა] გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება. პირიქითაც კი. მან გაიგო, რომ ჩვენ პუტინის გაჩერება გვინდა, გაიგო, რომ ნამდვილად გვსურს მშვიდობა. ვინაიდან, ადრე ხმები ისმოდა, რომ უკრაინას გაჩერება არ უნდა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინას, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურს.

“მაგრამ უპირველეს ყოვლისა ადამიანების სიცოცხლეებზე ვართ ფოკუსირებული. თუ ხვალ შევძლებთ ომის გაჩერებას, დაზავების მიღწევას, ეს უკეთესია, ვიდრე 10-20 წელი გამარჯვებისთვის ბრძოლა და ჩვენი ხალხის დაკარგვა. დაზავება საუკეთესო ალტერნატივაა.

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო და ეს საკვანძო მომენტია, თუ ტონის ცვლილებაზე ვისაუბრებთ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან მისი ურთიერთობების გარდამტეხი მომენტი ვატიკანში მოკლე შეხვედრა გახდა, რომელიც 2025 აპრილს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა