12.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ზელენსკი ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე: მზად ვართ საუბრისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ომის დასრულებით

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენლებთან მოსალოდნელი შეხვედრის წინ მომლაპარაკებელ გუნდს შეხვდა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინული მხარე მზადაა კონსტრუქციული დიალოგისთვის და კონკრეტული წინადადებებიც უკვე მომზადებულია.

„ამერიკის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, თათბირი მქონდა მომლაპარაკებელ გუნდთან. მზად ვართ საუბრისთვის. უკრაინა ყოველთვის არის და იქნება კონსტრუქციული. ჩვენ დაინტერესებული ვართ ომის დასრულების მოახლოებით. მშვიდობა საჭიროა. უსაფრთხოების გარანტიები საჭიროა. ომის შემდგომი მშვიდობის ღირსეული ხასიათია საჭირო. ჩვენი წინადადებები მომზადებულია. მნიშვნელოვანია ვიმუშაოთ კოორდინირებულად, შინაარსიანად და რეალისტურად“, — წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ზელენსკიმ სამუშაო თათბირი გამართა უკრაინის მომლაპარაკებელ ჯგუფთან, რომლის შემადგენლობაშიც არიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კირილ ბუდანოვი, უმაღლესი რადას სპიკერი დავით არახამია, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი კისლიცა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძის განკარგულებით, საქართველოს ყველა ქალაქსა თუ სოფელში 40 000-ზე მეტი პირველკლასელი პირველ ნერგს დარგავს
შემდეგი სტატიაგერმანია რუსული დივერსიებისა და ჰიბრიდული თავდასხმებისგან დაცვას აძლიერებს