21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ზელენსკი: ტრამპის წარმომადგენლებთან კონსტრუქციული საუბარი მქონდა, უკრაინაში მათი ვიზიტის თარიღზე ვმსჯელობთ

“კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენლებთან – სტივ ვიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან. საუბარი იყო დეტალური და კონსტრუქციული. მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ისა და უკრაინის მოლაპარაკებების ჯგუფებს შორის დიალოგი მუდმივად გრძელდება და ახლა უკრაინაში ვიზიტის თარიღის განსაზღვრაზე ვსაუბრობთ. ეს ვიზიტი ძალიან სასარგებლო იქნება მშვიდობისკენ მიმართული გადაწყვეტილებების შემოსამუშავებლად.

ასევე მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე, სადაც რუსეთის მიღწევები უმნიშვნელოა და უზარმაზარი დანაკარგების ფასად მიიღწევა, ისევე როგორც საჰაერო დარტყმებზე. სტივმა და ჯარედმა ბევრი დეტალი იციან. გუნდები ხაზზე იქნებიან, რათა დაამუშაონ დღის წესრიგი და განსაზღვრონ შემდგომი კომუნიკაციისთვის ყველაზე მოსახერხებელი გრაფიკი. მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს, სტივს, ჯარედს და ყველას შეერთებულ შტატებში, ვინც მუშაობს იმისთვის, რომ მშვიდობა ჩვენს საერთო მიღწევად იქცეს”,_  წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

banner
წინა სტატიაშილიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
შემდეგი სტატიაადვოკატი: ირაკლი ღარიბაშვილს ახალი საქმე მაღალი რეიტინგის გამო, პოლიტიკური გაშავების მიზნით აღუძრეს