ზელენსკი: ტრამპის სიტყვებს კომპლიმენტებს არ დავარქმევ, მაგრამ აქ ემოციებისთვის ადგილი არ არის

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არ არის განაწყენებული იმით, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას “დიქტატორი” უწოდა .

აქ ემოციებისთვის ადგილი არ არის. მე პრაგმატული მიდგომა მაქვს აშშ-ის დღევანდელ ადმინისტრაციასთან ურთიერთობებში და ასე გავაგრძელებ. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ტრამპის ამ სიტყვებს ჩემს მიმართ კომპლიმენტებს ვერ დავარქმევდი, რბილად რომ ვთქვათ. მე ასე მესმის ეს. მაგრამ რატომ უნდა გვეწყინოს? სიტყვა დიქტატორზე წყენა შეიძლება, ჰქონდეს მას, ვინც დიქტატორია. მე კი ამას ასე აღვიქვამ – რა გაეწყობა, როგორღაც ვიცხოვრებთ აშშ-სთან ერთად. დიქტატორები ნამდვილად არ გავხდებით. ეს უბრალოდ არ არის საინტერესო. მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ, არანაირი ძალით არ მოვსულვარ ხელისუფლებაში. მე ამირჩია 73%-მა. სხვათა შორის, პარლამენტარები, რომლებიც იმავე დროს მოვიდნენ, არავის დაუნიშნავს, პარლამენტი აირჩია უკრაინის ხალხმა. სამხედრო მდგომარეობის დასრულების შემდეგ ჩატარდება არჩევნები და ხალხი გააკეთებს თავის არჩევანს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებს ხელისუფლებაში იყოს „ათწლეულები“, მაგრამ არც რუსეთის მმართველს, ვლადიმერ პუტინს მისცემს საშუალებას, იყოს ხელისუფლებაში უკრაინის ტერიტორიაზე.

„სიტყვები კი უბრალოდ გაივლის. შესაძლოა, ოდესმე რაიმე კარგიც თქვან“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე უკრაინელები, ისევე როგორც ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მასზე ამერიკელები.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ზენონი: უსამართლობაა 18 მილიონის ჯარიმა. უარს ვამბობთ თანხებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – აშშ-ის დახმარების გარეშე უკრაინისთვის რთული იქნება აგრესორის შეკავება, განსაკუთრებით იმის გამო, რომ გარკვეული ტიპის შეიარაღებაზე საჭიროა ამერიკული ლიცენზია