11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ზელენსკი: ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 193 მებრძოლი დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ტყვეთა გაცვლის შედეგად უკრაინამ 193 მებრძოლი დაიბრუნა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„193 უკრაინელი მებრძოლი ბრუნდება სახლში ტყვეთა გაცვლის შედეგად. სამხედროები შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან, სასაზღვრო დაცვის სამსახურიდან, ეროვნული პოლიციიდან, და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან. ისინი სხვადასხვა ფრონტზე იცავდნენ უკრაინას. მათ შორის არიან ისინი, ვის წინააღმდეგაც რუსეთმა სისხლის სამართლის პროცედურები დაიწყო, და დაჭრილები.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი გაცვლები ხდება და ჩვენი ხალხი სახლში ბრუნდება,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის sCoolApp-ში ტრივიას მარკეტში ბიბლუსის, XS Toys-ისა და პეპელას ვაუჩერები დაემატა
შემდეგი სტატიაზურაბ უჩუმბეგაშვილი: თუ პლასტმასის ამკრძალავი რეგულაცია კვერცხსაც შეეხება, ფასზეც აისახება