ზელენსკი – თუ უკრაინას ნატოს სამიტზე არ მიიწვევენ, ეს ალიანსზე პუტინის გამარჯვება იქნება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ნატოს სამიტზე უკრაინას არ მიიწვევენ, ეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსზე პუტინის გამარჯვება იქნება.

მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ამ სამიტზე უკრაინის მონაწილეობა და რა შედეგი ექნება ამას. ჩემი აზრით, თუ უკრაინა სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება, ეს პუტინის გამარჯვება იქნება, მაგრამ არა უკრაინაზე, არამედ ნატო-ზე. ასე რომ, გადაწყვეტილება პარტნიორებმა უნდა მიიღონ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ნატოს 2025 წლის სამიტი ჰააგაში, 24-25 ივნისს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიბოკერია: ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შეუძლებელია და ამიტომ, ის რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას
შემდეგი სტატიაპეტრე კოლხი-თქვენ ჩემი შვილები გაწირეთ და უმამოდ ყოფნისთვის გაიმეტეთ,თქვენ ხელისუფლების საამებლად ბოლომდე გამიმეტეთ და ემიგრაციის უმხიმეს გზას გამიყენეთ