ზელენსკი: თუ უკრაინა ნატოში არ იქნება, მაშინ ის ნატოს საკუთარ ტერიტორიაზე ააშენებს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს საკუთარ ტერიტორიაზე ააშენებს, თუ მას ალიანსში არ მიიღებენ. ამის შესახებ ზელენსკიმ The Economist-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ „ძალიან სურს“ უკრაინის ნატოში გაწევრიანება, მაგრამ ამას გერმანია და აშშ ეწინააღმდეგებიან.

„ეს დღესაც ფაქტია. თუმცა, გერმანია და უნგრეთი ამას მხარს დაუჭერდნენ, ამერიკა რომ ყოფილიყო მომხრე. უნგრეთი გააკეთებს ყველაფერს, რასაც პრეზიდენტი ტრამპი იტყვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ და დასძინა, რომ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი დღეს მთლიანად პრეზიდენტ ტრამპზეა დამოკიდებული.

ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ უკრაინა ნატოში არ იქნება, „ეს ნიშნავს, რომ უკრაინა ნატოს თავის ტერიტორიაზე ააშენებს“.

„ჩვენ გვჭირდება ისეთი დიდი არმია, როგორიც დღეს რუსებს აქვთ. ამ ყველაფრისთვის კი ჩვენ გვჭირდება იარაღი და ფული. ჩვენ ამას შეერთებული შტატებს ვთხოვთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინას საკუთარი არმიის გაორმაგება დასჭირდება, რათა რუსეთის არმიას გაუთანაბრდეს. ამავდროულად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია უკრაინას არმიის გაზრდაში დაფინანსებით დაეხმაროს, ხოლო შეერთებულ შტატებს შეუძლია დახმარება კონკრეტული იარაღით გაუწიოს, კერძოდ, რაკეტებით, მათ შორის შორი შორ მანძილზე მოქმედით, და „პეტრიოტის“ სისტემებით.

banner
წინა სტატიაშინათია ფანჯიკიძე: ვინც ირაკლის და ამ ხუთ ადამიანს იცნობს, ეჭვი არასდროს შეუტანია, რომ არასდროს თეთრს არ მოკიდებდნენ ხელს, არც სახელმწიფოსას და არც ვინმესას საერთოდ
შემდეგი სტატიაუმეროვი: უკრაინას სურს და იქნება ნატოს წევრი ქვეყანა