უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მორიგ მასშტაბურ იერიშებს ეხმაურება და საერთაშორისო პარტნიორებს სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდებს.
ზელენსკის ცნობით, რუსულმა ძალებმა საცხოვრებელ სახლებსა და სამოქალაქო ობიექტებს კიევის, ზაპოროჟიეს, ოდესის, სუმისა და ხარკოვის ოლქებში დაარტყეს:
„სამწუხაროდ, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა. ასევე, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა: საბავშვო ბაღი კიევში, უნივერსიტეტი ხარკოვში და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა პოლტავის, ნიკოლაევისა და ვინიცის ოლქებში, დაშავდა 14 ადამიანი“, — წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ X-ზე.
ზელენსკის განცხადებით, მოკავშირეებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მოსკოვი ომის ესკალაციას ყოველდღიურად ახდენს, რასაც საპასუხოდ მკაცრი გლობალური რეაგირება სჭირდება.








