ზელენსკი: თუ რუსეთის აეროდრომებზე შეტევის ნებას არ მოგვცემენ, ATACMS-ის სისტემები გამოუსადეგარია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ATACMS-ის ტაქტიკური სარაკეტო სისტემების გამოყენება არაეფექტურია, თუ უკრაინას რუსეთის ფედერაციის აეროდრომებზე შეტევის ნებას არ მისცემენ. ამის შესახებ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ბაზებიდან და სამხედრო აეროდრომებიდან აფრენილი სამხედრო თვითმფრინავებით უშენენ რუსები მართვად ბომბებს უკრაინას.

„ცვლილებების გარეშე, ATACMS-ის გამოყენებას აზრი არ აქვს. თუ ისე არ გავაკეთებთ, რომ ეს თვითმფრინავები იქ არ იდგნენ, თუ რუსეთს არ ვაიძულებთ, ისინი რუსეთის ფედერაციის სიღრმეში გადაიყვანონ, საიდანაც ვეღარ შეძლებენ, ბომბები დაგვიშინონ, მაშინ, მხოლოდ რაკეტების გამოშვებას შეძლებენ. რაკეტებიც ბოროტებაა, მაგრამ მათ იმხელა ზიანი არ მოაქვთ, როგორიც ბომბებს“, – ამბობს ზელენსკი.

ზელენსკი განმარტავს, როგორ შეიძლება აიძულონ რუსები, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინის საზღვრებიდან რაც შეიძლება შორს განათავსონ.

„განათავსეთ შესაბამისი იარაღი, რომელიც მათ სამხედრო აეროდრომებს დაარტყამს. თუ შეერთებული შტატები ამ იარაღის გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა, მაშინ ეს იარაღი ეფექტს არ მოიტანს“, – აღნიშნავს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაცია: იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სურვილი ხუთმა კანდიდატმა გამოთქვა
შემდეგი სტატიაშემაშფოთებელია, რომ სომხეთის წარმომადგენლებმა პირველად დაუჭირეს მხარი ამ რეზოლუციას, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის სომხურ დიასპორას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებისა და განმტკიცების პროცესში