18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ზელენსკი: თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზადაა, მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანშია შესაძლებელი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი დიპლომატიისთვის მზად არის, სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვა აზერბაიჯანშია შესაძლებელი. ამის შესახებ მან ილჰამ ალიევთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტს შევატყობინეთ, რომ მზად ვართ სამმხრივი მოლაპარაკებებისთვის. მსგავსი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თურქეთში. შემდეგ ამერიკელი პარტნიორების ჩართულობით ჩატარდა შვეიცარიაში. დიპლომატიისთვის რუსეთის მზადყოფნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი მოლაპარაკებები აზერბაიჯანში უახლოეს მომავალში ჩავატაროთ.” – თქვა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშიიურიდიული დახმარების სამსახურის დამოუკიდებლობა საფრთხეშია- “დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი”
შემდეგი სტატიარა საკითხები განიხილეს ზელენსკიმ და ალიევმა