თუ რუსეთი 60 დღით ცეცხლის შეწყვეტას დათანხმება, უკრაინა მზადაა ომის დასრულების შესახებ “ტრამპის გეგმა” რეფერენდუმზე გაიტანოს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა გამოცემა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა.
გამოცემასთან საუბარში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს კვლავ მოითხოვს, რაზეც უკრაინელი ხალხის თანხმობა იქნება აუცილებელი.
ზელენსკის განცხადებით, მსგავსი რეფერენდუმის ჩატარებას პოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები ახლავს თან, ამიტომ, 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა მინიმალურ აუცილებლობას წარმოადგენს.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმედოვნებს, რომ კვირას აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე ომის დასრულების ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწევს.

















