14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ზელენსკი: თუ ამერიკა და რუსეთი რაღაც შეთანხმებებს განიხილავენ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რაზე საუბრობენ ისინი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს ეხმაურება.

მის ამ კომენტარს Suspilne ავრცელებს.

„ეს არის რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. თუ ამერიკა და რუსეთი რაღაც შეთანხმებებს განიხილავენ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რაზე საუბრობენ ისინი. მეტიც, ჩვენი ხალხის ხოცვა და შემდეგ ერთდღიანი ზავის მოთხოვნა – ეს არაკეთილსინდისიერია“,- ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ არაკეთილსინდისიერია იქნება, თუ „გამარჯვების დღის“ მეორე დილით რუსები კვლავ დაიწყებენ უკრაინელების ხოცვას, როგორც ეს მოხდა ხარკოვის ოლქის ქალაქ მერეფაში, სადაც 4 მაისს რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.

რუსეთმა 8-9 მაისს ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტა გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნეს: „ვიმედოვნებთ, რომ უკრაინული მხარე ამ მაგალითს მიჰყვება“.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: საქართველომ შეიძლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დაკარგოს, თან იმ ფონზე, როცა სომხეთი მალე ამ უფლებას მიიღებს
შემდეგი სტატიაპაატა ზაქარეიშვილი: ზელენსკიმ ისეთი რამ უთხრა მათ, რისი თქმაც ძალიან უნდოდა საქართველოსთვის, ამ საუბარს არანაირი შედეგი არ მოჰყვება