19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ზელენსკი – ტერორი ნორმად არასდროს უნდა იქცეს – რუსეთი პასუხს აუცილებლად მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შენობაზე დარტყმას ეხმაურება.

„ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. დღეს კიევში დარტყმა განხორციელდა ფარმაცევტულ კომპანიასა და ავტოგასამართ სადგურებზეც. დნიპროში კი ბიზნესცენტრზე. ამ ტერორიდან და ამ დარტყმებიდან უკრაინის პარტნიორებმა უნდა დაინახონ, რომ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ადამიანების სიცოცხლის ნამდვილ მხარდაჭერას ნიშნავს – მხარდაჭერას პრინციპისა, რომ ტერორი ნორმად არასდროს უნდა იქცეს. რუსეთს ამ ყველაფრისთვის რეალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

შეგახსენებთ, დღეს რუსულმა ძალებმა კიევში უკრაინის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას დაარტყეს. ბოლო მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკმა DataIQ-ის დაჯილდოებაზე მონაცემთა და AI-ის მიმართულებით ოთხი ჯილდო მიიღო
შემდეგი სტატიავალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია