19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ზელენსკი: სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვესაუბრე

პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს ვესაუბრე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

„ამ წამს ვესაუბრე პრეზიდენტი ტრამპის წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. კარგი, მნიშვნელოვანი საუბარი იყო იმაზე თუ როგორ გამოვაცოცხლოთ დიპლომატია და მოვაახლოოთ მშვიდობა. მშვიდობა საჭიროა – მშვიდობა ღირსებით, და უკრაინა დიდი ხანია მზად არის ამისთვის. ჩვენი გუნდები ახლო კონტაქტში რჩებიან, მათ შორის იმისთვისაც, რომ გავყვეთ ყველაფერს, რაც განვიხილეთ. მადლობას ვუხდი სტივსა და ჯარედს მშვიდობისთვის მათი პირადი ძალისხმევებისთვის. მადლობელი ვართ პრეზიდენტი ტრამპისა და ამერიკელი ხალხის მათი ურყევი მხარდაჭერისთვის,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიედგარს რინკევიჩი: ამ დროისთვის ლატვიას რუსეთის მხრიდან უშუალო სამხედრო საფრთხე არ ემუქრება
შემდეგი სტატიასხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა