15.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 15, 2026
banner

ზელენსკი: Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაშია

Starlink-ის სიჩქარის შეზღუდვა კვლავ ძალაშია – აცხადებს ზელენსკი.

,,რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად ჩამჭრელი რაკეტების მიწოდება კვლავ ფერხდება. ჩვენ ველოდებით ჩამჭრელებს, რომლებზეც უკვე შევთანხმდით, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი გზაშია. ეს ჩვენთვის რეალური პრობლემაა, რადგან რუსეთი ყოველდღე გვესხმის თავს.

ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ საკმაოდ წარმატებულ ოპერაციებს ფრონტზე. ჩვენ ვაგრძელებთ პოზიციების დაცვას. სიტუაცია უფრო რთული გახდა, ნაწილობრივ Starlink-ისა და Starshield-ის პოლიტიკისა და სიჩქარის ლიმიტების გამო, მაგრამ ჩვენი ფრონტის ხაზი კვლავ მტკიცედ დგას. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ლოგისტიკა გამართულად მუშაობდეს და ჩვენ ვაგრძელებთ თავის დაცვას. მე ვამაყობ იმით, თუ რამდენად ძლიერები არიან ჩვენი ხალხი“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინტერვიუში.

banner
წინა სტატიაშიტრამპი: გავიგე, Starlink-ზე ხარვეზი გამოსწორდა, მაგრამ თუ ასე არ არის, ილონ მასკს დაველაპარაკები
შემდეგი სტატიამაია სანდუ: რუსეთის ომი კვლავ საფრთხეს უქმნის მოლდოველთა სიცოცხლეს