4.8 C
Tbilisi
სამშაბათი, ნოემბერი 10, 2026
banner

ზელენსკი: Starlink-ის შეზღუდვებისა და შეიარაღების დაგვიანების მიუხედავად, ფრონტის ხაზი პოზიციებს ინარჩუნებს

“Starlink-სა და Starshield-ზე სიჩქარის შეზღუდვები კვლავ ძალაშია. სიჩქარე აღდგენილი არ არის. ხოლო რუსული ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად განკუთვნილი გზაგადამჭრელი რაკეტების (ინტერცეპტორების) მოწოდება კვლავ ყოვნდება. ჩვენ ველოდებით გზაგადამჭრელებს, რომლებზეც შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, თუმცა ისინი ჯერ კიდევ არ ჩამოსულა. ეს რეალური პრობლემაა, რადგან რუსები თითქმის ყოველდღიურად გვესხმიან თავს.

ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ფრონტზე საკმაოდ წარმატებულ ოპერაციებს განვაგრძობთ. ჩვენ ვინარჩუნებთ პოზიციებს. ვითარება უფრო დამძიმდა — ნაწილობრივ Starlink-ისა და Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვების გამო, თუმცა ჩვენი ფრონტის ხაზი კვლავ დგას და მე ვამაყობ იმით, თუ რამდენად ძლიერები არიან ჩვენი ადამიანები”,_ აღნიშნული განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე რობერტ სტურუას შეხვდა
შემდეგი სტატიაგიორგი შარაშიძე: ჩვენი მთავარი მოტივაციაა, ხალხს დავანახოთ სარჩელის აბსურდულობა