ზელენსკი სომხეთში ჩასვლას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი შესაძლოა, მალე სომხეთს ეწვიოს – იუწყება Factor TV წყაროზე დაყრდნობით.

ამავე ცნობით, ვიზიტის თარიღი საბოლოოდ დადასტურებული არ არის, მაგრამ ზელენსკი შესაძლოა ერევანში ჩავიდეს მარტში, ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვადებზე. სომხეთში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ვალერი ლობახმა, უპასუხა შეკითხვას უკრაინის ომის შედეგების შესახებ სამხრეთ კავკასიისთვის.

„ფაქტობრივად, ახლა ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ჯერ ვერაფერს ვიტყვი. რამდენიმე დღეში თქვენ თვითონ გაიგებთ ცნობებს და გაიგებთ, რაც მოხდება. ყოველ შემთხვევაში,ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს რეგიონის პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილიზაციისთვის“, – ციტირებს გამოცემა.

კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა ის უკრაინის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტს, ლობახმა უპასუხა: „მხოლოდ შემიძლია ვთქვა, რომ გაზაფხული ბევრ პოზიტიურ მოვლენას მოუტანს სომხეთს“.

banner
წინა სტატიაშიეროვნული ბანკი – განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში სანქციადაკისრებული პირის მონაწილეობით ტრანზაქცია არ დაფიქსირებულა
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 ჩამოაგდეს