ზელენსკი: სევეროდონეცკისთვის ბრძოლა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე რთულია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სევეროდონეცკისთვის ბრძოლა ამ ომში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. იქ წყდება დონბასის ბედი.
ამის შესახებ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„ამ დღეების შედეგების მიხედვით, უკვე 105 დღეა, რაც სრულმასშტაბიანი ომია. სევეროდონეცკი რჩება დონბასში დაპირისპირების ეპიცენტრად. ჩვენ ვიცავთ ჩვენს პოზიციებს, ვაყენებთ მნიშვნელოვან ზარალს მტერს. ეს არის ძალიან სასტიკი ბრძოლა. ძალიან რთული, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული ამ ომის განმავლობაში“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მადლიერია თითოეული მათგანის, ვინც ამ მიმართულებით სამშობლოს იცავს.
“ბევრი თვალსაზრისით, სწორედ იქ წყდება ჩვენი დონბასის ბედი”, – თქვა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ევროპული გზის მხარდასაჭერად მნიშვნელოვანია, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს” – ლექსმანი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა