ზელენსკი – საქართველოს პრემიერთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად​

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა და მიხეილ სააკაშვილის საკითხი განიხილა. როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, საუბრისას მან აღნიშნა, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული.

ზელენსკის ცნობით, მან ქართულ მხარეს მიხეილ სააკაშვილთან დედის, ნათესავებისა დ უკრაინელი ექიმების შეშვების თხოვნით მიმართა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბარში ხაზი გავუსვი, რომ უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებები სრულად უნდა იყოს გარანტირებული საერთაშორისო ნორმების შესაბამისად. მივმართე მიხეილ სააკაშვილის დედის, ნათესავებისა და უკრაინელი ექიმების მასთან დაშვების თხოვნით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაშიიასკო – სააკაშვილს სჭირდება მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი სამედიცინო დახმარება, ამაზეა საუბარი სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაშიც
შემდეგი სტატიალუკ კოფი – შენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ასე არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცე!