ზელენსკი საქართველოს პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს

მამუკა ბახტაძე ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველ ჟურნალისტებს ბრიუსელში განუცხადა.

„ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე“, – აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

კითხვაზე, აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს, ზელენსკი აცხადებს: „რატომაც არა. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში.

ამასთან, ქართველ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა იულია მენდელმაც.

„ჩვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმავე სასტუმროში გაჩერდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტის პერიოდში იცხოვრებს. როგორც მოგეხსენებათ, ოფიციალური ვიზიტების დროს სახელმწიფო ლიდერებს ძალიან მჭიდრო განრიგი აქვთ. შესაბამისად ძალიან რთულია ამ განრიგში რამე ახალი შეხვედრის ჩასმა. დარწმუნებული ვარ რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს რომ სცოდნოდათ მსგავსი შესაძლებლობის შესახებ, ისინი შეხვედრას წინასწარ დაგეგმავდნენ“, – აღნიშნა იულია მენდელმა.

banner
წინა სტატიაშიგაერომ მიიღო საქართველოსა და 45 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“
შემდეგი სტატიაამ ეტაპზე არ მიმდინარეობს არანაირი ოფიციალური მოლაპარაკებები მიხელ სააკაშვილისთვის რაიმე თანამდებობის მინიჭების შესახებ