21.5 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

ზელენსკი სანდუს გამარჯვებას ულოცავს

უკრაინის პრეზიდენტი მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და წერს, რომ მოლდოველებმა აირჩიეს ევროპა, ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობის გზა:

ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.

მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს – მათ აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, რომ შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედით და რწმენით.” წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეგახსენებთ, მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუმ გაიმარჯვა. დათვლილია ხმების 99.50%

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
შემდეგი სტატიათიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმპიადა 2024 ჩატარდება