ზელენსკი: სამი ქვეყანა, უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად ვიღებთ მონაწილეობას ამ მაღალი დონის შეხვედრაში, რომელშიც ასოცირების ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. ჩვენ შევუერთდით ამ ძალისხმევას, მისწრაფებას და გვაქვს საერთო მიზნები მომავლისთვის, ეს არის სრული წევრობა ევროკავშირში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე – „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

„თანასწორობა, თავისუფლება და დემოკრატია არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ განსაკუთრებულ ფასს ვიხდით ამ მიღწევებისთვის, ოკუპაცია, ანექსირება და სხვა საკითხები გვაბრკოლებდა წლების განმავლობაში. ჩემი ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან ვიყოფებოდი, რათა მენახა უსაფრთხოების საკითხები, ადამიანთა უფლებების დარღვევები. უკრაინაში ყოველთვე მივდივარ საოკუპაციო ხაზთან და ოკუპირებული ტერიტორიები მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა ჩვენთანაც და ასეთ შემთხვევებში, ჩვენ კარგად გვესმის, ძალიან ღრმად ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არიან ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს არჩევანი, ჩვენ ვართ დღეს გაერთიანებული, ეს არჩევანი გაკეთებული გვაქვს, რაც მდგრადია.

„ასოცირების ტრიო“ არის ახალი რეგიონალური განზომილება და ჩვენ, ყველანი გაერთიანებული ვართ მასში, ევროპის დიზაინი შექმნილია. მახარებს ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იზიარებს ამ მოსაზრებას და აცხადებს, რომ „ასოცირების ტრიო“ მნიშვნელოვანია, ეს არის აშკარა გზავნილი, რომ ხვალვე რომ შევუერთდეთ ევროკავშირს, უკრაინა აცნობიერებს და კარგად ესმის, რა ამოცანებია შესასრულებელი. ჩვენ არ გვაშინებს ეს ამოცანები, ჩვენ სხვადასხვა მიმართულებით კანონი მივიღეთ, სასამართლო სისტემის რეფორმა განვახორციელეთ და მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის ის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა, ამ საკითხებზე ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ და ანტიკორუფციული მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არის პირობა, რომელიც დავდეთ. ეს კიდევ მეტ ამოცანას გულისხმობს, ვიდრე წარსულში მიგვიღწევია.

ჩვენ უფრო ახლოს გვინდა, დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არსებობს, ასოცირების შეათანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოციერების პრატნიორებთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ეს დანაპირები საქმედ ვაქციოთ. საუბარია ბრიუსელის დანაპირებზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებულო ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან ძალიან მყარად დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რომელიც გვაქვს, არა მარტო სამ ქვეყანას ეხება, ზოგადად კონტინენტს ეხება ეს გამოწვევა. ეს კონფერენცია მომავალს ეხება და გვესმის ჩვენი ქვეყნის სათქმელი, ჩვენი ქვეყნის ხმა, ჩვენ ვართ თუ არა ევროპის მომავლის ნაწილი, ზოგიერთი ქვეყანა არის ამ გზაზე, ჩვენ ვხედავთ რომ ზოგიერთი ქვეყანა ევროპული მისწრაფებებით არსებობს და ევროკავშირის 49-ე დირექტივის ფარგლებში ხდება ძალისხმევის განხორციელება, ამ არჩევანს ჩვენ ვაკეთებთ. მიგვაჩნია, რომ ეს არის დროებითი გამოწვევები, ალბათ თქვენც ასე ფიქრობთ, ევროპელო პარტნიორებო. ჩვენ გვაქვს მისწრაფებები, ევროპული მომავალი შევქმნათ ჩვენს ქვეყნებში. დეკემბერში კიდევ ერთი პარტნიორობის სამიტი იქნება, ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, აღმოსავლეთ პარტნიორობით ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. ჩვენ სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის, ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება, სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ჩვენ ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ მხარს დავუჭერთ ამ ინიციატივას და ამ კუთხით განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ გზას ვიკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ვიპოვით ჩვენს ადგილს, ევროკავშირის სისტემაში სამი ქვეყანა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა“, – განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“შალვა პაპუაშვილი ბოკუჩავას ისტერიის განეიტრალება მოახერხა”
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას – ევროკავშირი თქვენთანაა