15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ზელენსკი: რუსულმა დრონმა კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ცენტრალურ შენობას დაარტყა

რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კიევში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობაში, უწყების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის კაბინეტს დაარტყა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის მომენტში გენერალი საკუთარ კაბინეტში არ იმყოფებოდა.

მომხდარი ფაქტი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც დაადასტურა.

ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, იგი უკვე ესაუბრა უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, ალექსანდრ პოკლადს და ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.

„ვესაუბრე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ალექსანდრ პოკლადს. სამწუხაროდ, რუსულმა დრონმა კიევში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე, წმინდა სოფიას ტაძრის მოპირდაპირე მხარეს, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცენტრალურ შენობას დაარტყა. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების ყველა სამსახური. ყველა დაზარალებული მიიღებს საჭირო დახმარებას“, — განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, დრონის სამიზნეს უშუალოდ უწყების ხელმძღვანელის კაბინეტი წარმოადგენდა, რის გამოც უკრაინული მხარე საპასუხო ზომებს ამზადებს.

„დრონი პირდაპირ უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კაბინეტისკენ იყო მიმართული. პოკლადს დავავალე, რომ რუსების ქმედებაზე ადეკვატური და ხელშესახები რეაგირება მოახდინონ — შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ დარტყმას სარკისებურად უპასუხონ, როგორც კი ყველაფერი მზად იქნება. ჩვენი სამხედროები მხარს დაუჭერენ ამ რეაგირებას“, — აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ეს ჟურნალია, კინო აწი იქნება”- ნანუკა ჟორჟოლიანი ირაკლი ღარიბაშვილის წერილსა და გამოძიების მიმდინარეობაზე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება