ზელენსკი: „რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება“

ტერორისტების თავდასხმა ოდესაზე გვიჩვენებს, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება. ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის“, – დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

მისი განცხადებით, „რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება“.

შეგახსენებთ, რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო. რუსეთი ოდესას წუხელ, ზედიზედ მესამე ღამეს, დაესხა თავს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინა ფრონზე წარამტებებს აღწევს
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის სამინისტრო – შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი დღეიდან სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდავად განიხილება