6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ზელენსკი: “რუსულ ტერორს ჩვენს მიწაზე შევაჩერებთ!“

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი თავის საღამოს მიმართვაში 14 იანვარს უკრაინაზე განხორციელებულ მორიგ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.

“რუსეთმა კიდევ ერთი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა უკრაინის ქალაქებზე. ტერორისტების სამიზნე იყო კიევი, ხარკოვი, ოდესა, კრივი რიჰი, დნიპრო, ვინიცა, ლადიჟინი, ბურშტინი, ხმელნიცკი და სხვა ქალაქები. ქალაქ დნიპროში რუსული დარტყმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი განადგურდა. ათობით დაშავებული და ტრავმირებული ადამიანის გადარჩენა მოვახერხეთ. მათ ეწევათ დახმარება.
ნანგრევების გაწმენდა ამ დრომდე გრძელდება და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება. რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ, ჯერჯერობით უცნობია. სამწუხაროდ, დაღუპულთა სია ყოველ საათში იზრდება. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ახლა ყველა სამსახური მუშაობს იმ ადგილებში, სადაც რუსული რაკეტები მოხვდა. დღის განმავლობაში უკრაინის თავზე გაშვებული 30-ზე მეტი რაკეტიდან 20-ზე მეტი ჩამოაგდეს. ეს არის ასობით გადარჩენილი სიცოცხლე. მადლობას ვუხდი ჩვენს საჰაერო ძალებს, ჩვენს საზენიტო მებრძოლებს და ყველას, ვინც მათ ეხმარება.
სამწუხაროდ, დაზიანებულია ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებიც. ამასთან დაკავშირებით ურთულესი მდგომარეობაა ხარკოვის ოლქსა და კიევის ოლქში.
შეიძლება თუ არა რუსული ტერორის შეჩერება? შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება გარდა, უკრაინის ბრძოლის ველისა? სამწუხაროდ არა. ეს შეიძლება და უნდა გაკეთდეს ჩვენს მიწაზე, ჩვენს ცაში, ჩვენს ზღვაში. რა არის ამისთვის საჭირო? ის იარაღი, რომელიც ჩვენი პარტნიორების საწყობებშია და რომელსაც ჩვენი ჯარისკაცები ელოდებიან. მთელმა მსოფლიომ იცის, რას და როგორ შეუძლია შეაჩეროს ისინი, ვინც სიკვდილს თესავს. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამაში გვეხმარება! მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე რაშისტებმა წაართვა!
დიდება ყველას, ვინც იცავს ხალხს!
დიდება უკრაინას!” – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, დნიპროს ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, რეგიონში 60 დაჭრილია, მათ შორის 12 ბავშვია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში კიდევ ერთი ოსი ბიევიკი მოკლეს
შემდეგი სტატიატრაპიზონში ქართველი კანონიერი ქურდი, რევაზ ლორთქიფანიძე მოკლეს