13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

ზელენსკი: რუსულ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს გავაძლიერებთ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი საპასუხო დარტყმებს მიაყენებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ მან Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ვლადიმირ პუტინის მიერ დამტკიცებულ „ახალ დოქტრინას“. ის ზამთრის წინ სამოქალაქო ობიექტებზე, სკოლებზე, საავადმყოფოებსა და ლოგისტიკაზე ფართომასშტაბიან თავდასხმებს ითვალისწინებს, რისი მიზანიც მოსახლეობის იძულებაა, დატოვონ კიევი და სხვა ქალაქები.

„მათი მხრიდან ჩვენს ენერგეტიკაზე თავდასხმებს ჩვენც მათი ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვით ვუპასუხებთ — უპირველეს ყოვლისა, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, რაც მათ ამ ომის დაფინანსების საშუალებას აძლევს. თუმცა, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას თავს არ დავესხმით“, — განაცხადა ზელენსკიმ.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზების დეპარტამენტი: წალენჯიხა-ობუჯი-ჯიხაშკარის გზაზე მოძრაობა აღდგა
შემდეგი სტატიამერცი: კიევში ჩავედი გზავნილით: შეგიძლიათ ჩვენი იმედი გქონდეთ