“საღამოს, სლოვიანსკზე რუსული დაბომბვისას ათზე მეტი ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. სამწუხაროდ, სამი ადამიანი დაიღუპა. სუმში, „შაჰედის“ და შემდეგ „ნოვა პოშტას“ (Нова пошта) განყოფილებაზე FPV-დრონის განმეორებითი დარტყმის შედეგად, რუსებმა კიდევ სამი ადამიანი მოკლეს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. შეუძლებელია, არ სცოდნოდათ, რომ ეს ყველაფერი სამოქალაქო ობიექტები იყო. ხარკოვში დრონით დაარტყეს მრავალსართულიან შენობას. ზაპოროჟიეში გადაწვეს ჩვეულებრივი ნივთების ბაზრობა. ხერსონსა და ხერსონის ოლქში გამუდმებით გრძელდება დრონებით ხალხის ტერორი. დარტყმის ქვეშ მოექცა პოლტავის, ჩერნიგოვის, ოდესის, მიკოლაევისა და დნიპროს ოლქებიც.
მთლიანობაში, რუსებმა ორი რაკეტა და 160-მდე დრონი გამოიყენეს. ამ დროის მონაცემებით, წუხელ მთელი ქვეყნის მასშტაბით ათი ადამიანის დაჭრის შესახებაა ცნობილი. საჰაერო თავდაცვა ახლა თითოეული საერთაშორისო შეხვედრისა და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის პრიორიტეტია. ყველაფერი, რაზეც პარტნიორებთან ვთანხმდებით, უფრო სწრაფად უნდა შესრულდეს. ყველგან, სადაც ხელისუფლებას ცის დაცვის ორგანიზებაში დახმარება შეუძლია, ეს უნდა გაკეთდეს. უკრაინა მეტად მდგრადი უნდა იყოს. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“,_წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
















