21.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ზელენსკი: რუსი ოლიგარქების მეგობრებად აღქმის დრო ნამდვილად არ არის ევროპისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსი ოლიგარქების მეგობრებად აღქმის დრო ნამდვილად არ არის ევროპისთვის.

,,მაშინ, როდესაც უკრაინის ეკონომიკა უბრალოდ სამიზნეა რუსეთისთვის, რუსი ოლიგარქების მეგობრებად აღქმის დრო ნამდვილად არ არის ევროპისთვის.

მაშინ როდესაც რუსეთი ყოველ ევროსა და დოლარს ომის გასაგრძელებლად იყენებს, ამორალური და სუიციდალურია რუსული ბიზნესებისთვის შესაძლებლობების მიცემა იცხოვრონ ომის შედეგების გრძნობის გარეშე.

უსმანოვი და ფრიდმანი სწორედ ისეთი რუსი ბიზნეს ფიგურები არიან, ვინც გამბედაობა უნდა იპოვონ, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადადგან ომის წინააღმდეგ. ეს სწორედ ისეთი რუსული ეკონომიკაა, რომელსაც არ უნდა მიეცეს დამატებითი შესაძლებლობები, მაშინ როდესაც უკრაინული ეკონომიკა რუსული ტერორისა და პუტინის მიერ ომის შეწყვეტაზე უარის თქმის გამო ზარალდება,” – წერს ზელენსკი.

banner
წინა სტატიაშიუწყვეტი პროტესტის მონაწილეები პოლიტიკურ და სამოქალაქო ორგანიზაციებს მიმართავენ
შემდეგი სტატიაპოლიციამ თბილისში ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო